სისხლის აღების ტრადიციები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ისწავლიან ადამიანთა პატივისცემას, სიყვაულს, კანონის უზენაესობას და იმ ტრადიციების უგულებელყოფას, რომელიც საზოგადოებისათვის დამღუპველია. გასცემენ პასუხს შემდეგ შეკითხვას: რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ სისხლის აღება დღევანდელი გადასახედიდან და აქვს თუ არა ყველა ტრადიციას არსებობის უფლება?
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ყვებიან და აანალიზებენ პრობლემას, რომელიც საუკუნეების უკან არსებობდა და დღესაც 21-ე საუკუნეში კვლავ აქტუალურია.
მოსწავლეები მსჯელობენ: 1. რა არის ტრადიცია?
2. რა იწვევს უარყოფითი ტრადიციების გაგრძელებას?
3. რა ვიცით სისხლის აღების შესახებ და რამდენად ცივილიზებული ფორმაა ის?
4.სისხლის აღება დღესაც შემორჩენილია, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში;თქვენი აზრით რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს საზოგადოებამ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად?
4.ვიპოვოთ პარალელები ლიტერატურულ ნაწარმოებებში, კინო-ფილმებში,ისტორიულ წყაროებში და ვაწარმოოთ კვლევა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა იციან რა არის ტრადიცია.ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ღირსება, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს შურისძიების სისხლის აღების მომაკვდინებელ წესად. უფალი მე-10 მცნებაში გვასწავლის: ,,არა კაც კლა”! ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, კვლევის ჩატარებას. მუშაობის პროცესში ჩამოუყალიბდებათ სხვისი აზრის პატივისცემა. გაიწაფებიან ზეპირ და წერით კულტურაში.
მონაწილეთა ასაკი: 16 – 17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა/7 სასწავლო დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომელიც შეიქმნება:
მოსწავლეებმა ისწავლეს დროის ეფექტიანად გამოყენება, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება, გამოკვეთეს საკუთარი პოზიციები და მიიღეს გადაწყვეტილებები პროექტის შედეგზე. ,,ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა.”
ილია ჭავჭავაძე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო ქართ. 10 კლასი - ავტორი თამაზ ვასაძე. კომპიუტერი,ინტერნეტში მოძიებული მასალები: ,,ვენდეტა (დააკლიკეთ და იხილეთ ფილმი)”, ჩეჩნეთი, ქართული ფილმები: თემურ ბაბლუანის ,,მემკვიდრეობა (იხილეთ ფილმის ფრაგმენტები)”, სოსო ჯაჭვლიანის ,,სვანი(იხილეთ ფილმის ფრაგმენტები აქ)”. ბიბლიოთეკა, ფურცლები, საწერ-კალამი, ადამიანური რესურსი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): აქტივობა 1. მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის შესახებ და კლას ვყოფ ორ ჯგუფად. აქტივობა 2. ვაძლევ ჯგუფებს დავალებას: 1 ჯგუფი. მონახონ ვაჟ-ფშაველას პოემებში ის ადგილები და ამოიწერონ, სადაც ნათქვამია სისხლის აღების შესახებ და მოიძიონ, პარალელები სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ამ ტრადიციის შესახებ.
2 ჯგუფი. ნახონ ქართული ფილმები: თემურ ბაბლუანი ,,მემკვიდრეობა”, სოსო ჯაჭვლიანის ,,სვანი”, იტალიური ,,ვენდეტა” და გააკეთონ კომენტარები დღევანდელობასთან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება. ქართ. X 2. კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაკტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს.
ქართ.x.9 მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს.
ქarT.x.1 მოსწავლე მონაწილეობს საკლასო დისკუსიებში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ზაირა მამულაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: zairamamuladze@gmail.com